|
2019-08-01 16:49:00, 1879 ნახვა
კომენტარი
ადეიშვილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების დროს მარიხუანის ფლობისთვის ადამიანების დაჭერა დიდი შეცდომა იყო
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მარიხუანის მოხმარებისა და ფლობის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდნენ. როგორც ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთამ ინტერვიუში განაცხადა, მაშინდელი ხელისუფლება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მოქმედებდა. "არა. არ იყო ნორმალური. ეს იყო დიდი შეცდომა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მერე შეიცვალა საერთაშორისო პრაქტიკაც. ჩვენ არ გვეყო იმდენი გამოცდილება, რომ სწრაფად დაგვეწყო (ნარკოპოლიტიკის) ლიბერალიზაცია. დღეს ძალიან ადვილია ამის თქმა და მარტივი ჭეშმარიტებაა - რა თქმა უნდა, მოხმარებაზე სრული დეკრიმინალიზაცია და მოქმედი კანონმდებლობით ისედაც არ ისჯება მომხმარებელი, მაგრამ შენახვისთვისაც არ უნდა ისჯებოდეს ადამიანი, თუ მარიხუანა მას პირადი მოხმარებისთვის აქვს იმის გამო, რომ საქართველოში არ გვქონდა სერიოზული ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც დაამუშავებდნენ და მოგცემდნენ ამ საკითხის ანალიზს, ჩვენ ვუყურებდით საერთაშორისო პრაქტიკას. ჩვენ ვუყურებდით, მაგალითად, როგორ იქცეოდნენ სამსართალდამცველი ორგანოები ამერიკასა და ევროპაში. არც ამერიკაში და არც ევროპაში, გარდა რამდენიმე ექსპერიმენტისა, ეს ასე არ იყო”, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)