04:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 17:02:19, 2265 ნახვა

ეკონომიკა
ლევან ახვლედიანი: კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დიდი რეპუტაციის ადამიანები ჩაანაცვლებენ

ანაკლიის კონსორციუმი სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩანაცვლებაზე მსჯელობს, - ამის შესახებ კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ახვლედიანის თქმით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს „დიდი რეპუტაციის“ მქონე ადამიანები ჩაანაცვლებენ და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მთავრობასთან მოლაპარაკებებს ისინი წარუძღვებიან.

„მამუკა და ბადრი აღარ იქნებიან თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოში. მათ ჩაენაცვლებიან ძალიან დიდი რეპუტაციის ადამიანები, რომლებსაც გამოვაცხადებთ ხვალ და ისინი წაუძღვებიან ამ პროექტს და განსაკუთრებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს შემდგომში. ჩვენი მშენებლობის დაწყება დამოკიდებულია ამ მოლაპარაკებების დასრულებაზე. თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, მშენებლობა ვერ დაიწყება დროულად. თუ ამას ჩვენ მივაღწევთ, პირველი გემების მიღება მოხდება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, თუ არ ვცდები“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო  ნებაყოფლობით მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ პროკურატურამ 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დასდო ბრალი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics