|
2019-08-01 15:04:15, 1418 ნახვა
კომენტარი
დვალი: ჩვენ „რუსთავი 2“-ის თემაზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, ხალვაშისთვის არაფერი შეგვითავაზებია
"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანიის მფლობელის, ქიბარ ხალვაშისთვის რაიმე სახის წინადადების შეთავაზებას. დვალის განმარტებით, მათ ხალვაშთან შეხვედრაზე, კონკრეტული წინადადება მოისმინეს, რის შემდეგაც "მკაფიო უარი" განაცხადეს. "ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვისმენია ქიბარ ხალვაშის განცხადება იმ დღეს, როდესაც შეხვედრიდან გამოვედით. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენს განცხადებებს და იქ გაიჟღერა თურმე ფრაზებმა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება, კონტრწინადადებებს ელოდებიან და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი განცხადება არის პასუხი, რომ არანაირ ვაჭრობას არ ჰქონია ჩვენი მხრიდან ადგილი. ჩვენ მაშინ შეხვედრაზეც პირდაპირ დავსვით საკითხი, რომ კი ბატონო, ბრძანეთ, თქვენი ნებაა და ჩვენი პასუხი იქნება კი ან არა. სავაჭრო იქ არაფერი არ არის", - განაცხადა დავით დვალმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)