|
2019-08-01 14:38:15, 2019 ნახვა
ეკონომიკა
JICA-ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ ფარგლებში, იაპონელი ექსპერტები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების შესაძლებლობებს ეცნობიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელთან, ეჯირი იოკიჰიკოსთან და იაპონელ ექსპერტებთან ერთად პროექტის მიმდინარეობა და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. იაპონელი ექსპერტების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოში. იაპონელი სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას წილკნის ბაზაზე გაეცნენ. კვლევითი ჯგუფის წევრებმა სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებიც დაათვალიერეს. შეხვედრები გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელოს რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან. საკონსულტაციო-კვლევითი ჯგუფის ვიზიტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა. ვიზიტის დასრულების შემდეგ მომზადდება რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე შედგება სასწავლო და ტრენინგ კურსების პროგრამა.
(NS)
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)