|
2019-08-01 13:12:25, 1074 ნახვა
კომენტარი
წერეთელი: ლარის გაუფასურების გამო, ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც უფრო გააღარიბებს მოსახლეობას
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს. წერეთელმა დასძინა, რომ ხელისუფლება სხვაზე გადაბრალების პოლიტიკით ხელმძღვანელობს. „ფაქტია, რომ დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს. ლარის გაუფასურების გამო, პრაქტიკულად ყველა პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვისმენდეთ მთავრობის წარმომადგენლებისგან პრობლემის მოგვარების გზებს ან ჩამოყალიბებულ,თუნდაც მოკლევადიან ანტიკრიზისულ გეგმას, ვხედავთ მხოლოდ სხვაზე გადაბრალების პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ძალიან სუსტ არგუმენტებს, რომ ლარის დევალვაცია არის საზოგადოების პროტესტის შედეგი ან რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირების“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. დეპუტატის განმარტებით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საბიუჯეტო ხარჯები, ასევე არასწორი რეგულაციები და საბანკო ჩარევებია. "საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს და ახსოვს, რომ აქციები ქვეყანაში თვეების განმავლობაში იმართებოდა და ასეთი რამ ეროვნულ ვალუტას არ დამართნია. ასეთი რამ არ მომხდარა, როდესაც რუსეთმა ინტერვენცია განახორციელა 2008 წელს. რაც შეეხება ტურისტთა ნაკადს, ტურისტების ზრდის მიუხედავად, ლარი უფასურდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, აქ სხვა მიზეზებზე უნდა იყოს საუბარი, რატომ მცირდება ინვესტიციები და ვერ ხდება ეკონომიკის სტიმულირება და დივერსიფიცირება, რატომ არ არის ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა, რატომ ებრძვის ხელისუფლება მისთვის არასასურველ პოლიტიკურ ოპონენტებს და მედიას,რატომ მიიტანა იერიში ყველაზე დიდ საბანკო სტრუქტურაზე და კონკრეტულად ბიზნესმენებზე, ხაზარაძე-ჯაფარიძე მყავს მხედველობაში. ეს ფაქტორები და ამას დამატებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საბიუჯეტო ხარჯები, არასწორი რეგულაციები და საბანკო ჩარევები ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე და ლარი არის ამის მთავარი ინდიკატორი. ამიტომ გამოსავლის ძიება გადაბრალებაში არ არის. გამოსავალი არის კრიტიკული ანალიზის შედეგად სწრაფი, კომპეტენტური ნაბიჯების გადადგმა. ხელისუფლება უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და ის გუნდი, რომელიც ამ ამოცანას ვერ ართმევს თავს აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)