|
2015-07-07 18:48:17, 4270 ნახვა
სპორტი
დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას შეფასებით, სვეტიცხოველში დაგებული ახალი ფილები ტაძრის არქიტექტურულ იერს არ არღვევს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი ფილების დაგებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. როგორც დეკანოზი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, სვეტიცხოვლის ტაძრის პირვანდელი ფორმა შენარჩუნებულია და იმ ფორმის და ფერის ფილებია დაგებული, რაც ადრე იყო. „მე ფილების დაგებაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ვინაიდან ეს არ არის უდაბნოს მონასტერი, ისეთი მონატერი, სადაც მხოლოდ ასკეტური მოღვაწეობა მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ სასულიერო პირები არიან ჩაკეტილები და მთელ დღეს თუ ღამეს წირვა–ლოცვაში ატარებენ. ეს არის საკათედრო ტაძარი, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, როგორც მრევლი ყოველ შაბათ–კვირას ესწრება წირვა–ლოცვას და ამიტომაც აუციელებიც იყო, იქ ფილები დაგებულიყო. თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ტურისტებისტვის ძალიან საინტერესო ადგილი. საქართველოში ჩამოსული უცხოელი პირველად მიდის მცხეთაში, სვეტიცხოველში და ჯვრის მონასტერში, სამთავროში და შიო მღვიმეში. ამიტომ, ამაზე ასეთი განგაშის ზარების ჩამორეკვა არასწორი მგონია, რადგან აქ ნორმები დარღვეული არ არის, პირვანდელი ფორმა შენარჩუნებულია. ზუსტად იმ ზომის, ფორმის ფილებია დაგებული, რაც ამ ახალი ფილების ქვეშ არის მოქცეული, უბრალოდ განახლებულია, ანუ რესტავრირება მოხდა. ფორმა და ფერი არ შეცვლილა, ზუსტად ამ ფერის იყო ძველი ფილები. ფილები ამოვარდნილი იყო, რაც მრევლს, მორწმუნეებს, ვინც წირვა–ლოცვას ესწრება და სისტემატურად დადის ეკლესიაში, დისკონფორმტს უქმნიდა, რადგან შეიძლება იქ ვიღაც წაქცეულიყო. აქედან გამომდინარე, იმის მოპირკეთება და იატაკის სისწორე, არ მგონია კანონის დარღვევა იყოს და ეწინააღმდეგებოდეს ძველ საეკლესიო ტრადიციებს და სვეტიცხოვლის არქიტექტურას“, – აღნიშნა დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ. მისივე თქმით, როცა საზოგადოების მხრიდან აქცენტი სვეტიცხოვლის იატაკზე კეთდება, რატომ ავიწყდებათ „როგორი დამახინჯებულია ქუთაისში ბაგრატის ტაძარი“ ?! „ბაგრატის ტაძარი ერთ–ერთი უძველესი ისტორიული ძეგლია, სწორედ სვეტიცხოვლის ეპოქას განეკუთვნება, მე–11 საუკუნეშია აგებული და მას ამშვენებს თუ ამახინჯებს, ლიფტი და შემინული კედლები. ამიტომ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, დაირღვა თუ არა კანონი საეკლესიო და ძეგლთა დაცვის შესახებ. ყველაზე მეტად, ვფიქრობ, ბაგრატის ტაძრის ინტერიერია დამახინჯებული. სვეტიცხოველს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება. მე მგონია, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. ასეთი ჩაციკვლა სვეტიცხოვლის ტაძარზე რატომ მოხდა, ჩემთვის გაუგებარია“, – ამბობს დეკანოზი პეტრე. თუმცა, დეკანოზი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი ძირითადად ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვის შეცვლამ გამოიწვია. „სვეტიცხოვლის ტაძარში ფილებზე არ არის ისეთი აქცენტი გაკეთებული. ეს აჟიოტაჟი ძირითადად გამოიწვია ვახტანგ გორგასლის საფლავზე აღმართულმა თეთრმა მარმარილომ, რომ ამ სისქის, სიდიდის მარმარილომ საფლავის ზედაპირზე არ უნდა აღმართულიყოო. მაშინ ჩვენ გადავხედოთ მეცხრამეტე საუკუნის ქართული არქიტექტურული ძეგლების სახელმძღვანელოებს. ამ წიგნში განსაკუთრებული ადგილი უკავია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის შიდა ინტერიერს. წიგნი ილუსტრირებულია და ჩვენ ვნახავთ, რომ გიორგი მე–12 და ერეკლე მეორის საფლავს შემაღლებული ქვის ფილა ამშვენებს. ამის ფონზე ვახტანგ გორგასლის საფლავზე დადებული თეთრი მარმარილოს ქვა, ნამდვილად არ არის შემაშფოთებელი ფაქტი, რათა მეფეთა საფლავები ბევრად უფრო ამაღლებული ქვის სქელი ფენით იყო დაფარული“, – განაცხადა მღვდელმსახურმა პეტრე კვარაცხელიამ.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)