19:51 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 13:08:14, 1377 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე - მოსამართლეები „ქართული ოცნების“ დაკრულზე ცეკვავენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ფარგლებში,  იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები დღეს ქეთევან მესხიშვილსა და ლევან მესხორაძეს მოუსმენენ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საბჭო გასაუბრების გრაფიკთან დაკავშირებითად დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რაც იმის ნიშანია, რომ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

"არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს პარლამენტი არ შეიკრიბება აგვისტოში, იუსტიციის საბჭო გადავიდა მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე და დღეში ორ კანდიდატს განიხილავს. თუნდაც ის ფაქტი, რომ იუსტიციის საბჭო გასაუბრების გრაფიკთან დაკავშირებითაც არ იღებს დამოუკიდებლ გადაწყვეტილებას, მიუთითებს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სხედან აქ, მოსამართლეთა უმრავლესობა, ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთას. რა მუსიკასაც შეუკვეთავს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics