|
2019-07-31 10:43:30, 1390 ნახვა
კომენტარი
ქობულია - ლარის გაუფასურების შედეგად მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდეს. ქობულიას მოსაზრებით, რადგან პროდუქტის უმეტესობა იმპორტირებულია, ფასები გაიზრდება და, შესაბამისად, მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება. „ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ჩვენს ეკონომიაში ვალუტის შემოდინების ნაკლებობა. კერძოდ იმიტომ, რომ შეწყდა ტურისტული ნაკადი, პრაქტიკულად, რუსეთიდან. ის უცხოელი ინვესტორები, ვინც აკეთებდნენ ინვესტიციას, ისინიც ფიქრობენ, გააგრძელონ თუ არა. მოვლენები, რომლებიც დღეს ვითარდება ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ ლარის გაუფასურებაზე შეიძლება დამატებითი წნეხი იყოს უახლოეს მომავალში. ყველაფერი არის იმპორტირებული. ეს ყველაფერი არის გაფასებული დოლარში და თუ ლარი გაუფასურდა, მოსახლეობისთვის ის ყველა პროდუქტი, რაც ჩამოვთვალე, გაძვირდება. მოსახლეობა უფრო გაღარიბდება. პრობლემა დღევანდელი მთავრობის ის არის, რომ ეშინიათ ასეთი რაღაცების თქმა. ისინი ვალდებულები არიან, რომ აუხსნან საზოგადოებას, როგორია რეალური სიტუაცია,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)