|
2019-07-30 15:53:39, 1385 ნახვა
კომენტარი
დეკანოიძე: შს სამინისტროს თანამშრომლებს ენმ-ს წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ
"ნაცონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, შს სამინისტროს თანამშრომლებს ენმ-ის წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ეს ინფორმაცია მას უწყების თანამშრომლებმა და წვევამდელებმა მიაწოდეს. „დღემდე 18 ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში და ეს ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ გუშინ დაგვიკავშირდა შს სამინსიტროს რამდენიმე თანამშრომელი მათ შორის გდდ-დან და წვევამდელები, რომლებიც იხდიან სავალდებულო სამსახურს შს სამინისტროში. ეს ადამიანები აიძულეს მისულიყვნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და აიძულებდნენ მიეცათ ცრუ ჩვენება, მათ აჩვენეს ფოტოსურათები და ამ ფოტოსურათებზე გამოსახული იყვნენ: "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრები ბესიკ გაზდელიანი და ჯემალ სეფიაშვილი. მათ აიძულებდნენ სურათზე გამოსახული ადამიანების წინააღმდეგ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებისთვის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელებზე. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანები სამოქალაქო პოზიციიების დაფიქსირებისთვის დასაჯოს. ივანიშვილი ლაპარაკობს შს სამინისტროს და გენერალური პროკურატურის სახელით და რეპრესიული მექანიზმებით და როგორც ჩანს კვლავ გააგრძელებენ ამ რეპრესიებს. სოლიდარობა დაპატიმრებულ ადამიანებს სოლიდარობა გმირებს და სოლიდარობა იმ დაპატიმრებულ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)