|
2019-07-30 14:18:01, 1450 ნახვა
კომენტარი
მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს
საქართველოს პრზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის საკითხზე შექმნილ კომისიას მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის საზღვრების დადგენა მნიშვნელოვანია. „ორ მეგობარ ქვეყანას შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უნდა არსებობდეს დადგენილი საზღვრები. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს და ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. შესაბამისად, მუშაობა განაახლა შესაბამისმა კომისიამ, რომელმაც დაიწყო მუშაობა საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით. ვთანხმდებით ყველა, რომ საქართველოს სჭირდება განვითარებისთვის და იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, დადგენილი საზღვრები. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია არავის, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგებამდე, რომლამდეც გვინდა მისვლა - ეს არის დადგენილი საზღვრები“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)