|
2019-07-30 14:06:17, 1382 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო ფიგურა
„ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. კალაძემ დეტალებზე საუბარს თავი აარიდა და ჟურნალისტებს მოუწოდა ამ კითხვით შესაბამის სამსახურებს მიმართონ. „ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ნამდვილად არ არის საინტერესო. არის კითხვები, ის გასცემს ამ კითხვებზე პასუხს. მე დეტალებში გამიჭირდება შესვლა, თუ რა მუხლია, რა ბრალეულობაა, ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ შესაბამის სამსახურებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში შეჭრას.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)