|
2019-07-30 12:53:33, 1760 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე ლარის კურსზე: საქართველო გადის საგარეო შოკს - იმაზე ნაკლები ტურისტი ჩამოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის მკვეთრი გაუფასურება ნაწილობრივ ტურისტების შემცირებით არის განპირობებული. გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება მოკლევადიანი პროცესია. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა ეროვნულ ვალუტაზე საუბრისას დედოლარიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, თუ დაფიქსირდა, რომ ვალუტის გაუფასურება ინფლაციაზე (ფასების ზრდაზე) გავლენას იქონიებს, ეროვნული ბანკი გარკვეულ ზომებს მიმართავს. "დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული და ეს რიცხვებითაც დასტურდება. საქართველოში შემოვიდა იმაზე უფრო ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი, აბსოლუტურად მესმის ყველასი ვინც ამის გავლენას განიცდის. რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი პატარა ზომის ღია ეკონომიკისთვის, მიმართულება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის დედოლარიზაცია. ანუ იმ შემთხვევაში თუ შემოსავლები არის ეროვნულ ვალუტაში, სესხები უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში. ეს არის ყველაზე პრევენცია, რომ ყველაზე ნაკლები ტკივილით მოხდეს ამ სიტუაციის გადატანა. საქართველომ ადრეც გადაიტანა მსგავსი სიტუაცია 2014-2016 წლბში და იმ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა. ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც, მოვახდენთ გავლენას. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, ანუ ის გაცვლითი კურსი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებსაც, არის იმაზე უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ის საგარეო შოკის ზომაა რაც დღეს გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება გადაეცემა ინფლაციას, მივიღებთ ზომებს. ეს პროცესი დიდი ხანი არ გაგძელდება", - განაცხადა კობა გენეტაძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)