|
2015-07-07 15:15:38, 444 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 50% სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, სიღარიბეში ცხოვრობს
ჩვენი მოსახლეობის 50% სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, სიღარიბეში ცხოვრობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. "ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და იმის საშუალება არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს, რომ არ გამოვიყენოთ თითოეული რესურსი. მაშინ როდესაც ჩვენ შევისწავლეთ მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონებში არსებული რესურსები, ჩვენ ეს სურათი გვაქვს და ეს არის ხელმისაწვდომი და ჩვენ ამის პრეზენტაცია პირადად ჩავატარეთ. შეგვიძლია მეწარმეებთან ერთად აქტიურად დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. სახელმწიფოს არ შეუძლია იმაზე უკეთესი შესთავაზოს, რაც არის "აწარმოე საქართველოში", ან იაფი აგროკრედიტი, რომელის ფარგლებშიც ჩვენ 10%-იან სესხის სუბსიდირებას ვუკეთებთ და მეწარმეს, 1% ან 2% გადახდა უწევს მხოლოდ. ჩვენ ვაძლევთ ქარხანას თუ მიწას სიმბოლურ ფასად ერთ ლარად. ამას გარდა სახელმწიფო გასცეს გარანტიას ბანკებისთვის 50%-ის ოდენობით, ეს არის უდიდესი ხელშეწყობა. ასეთი პირობები თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაში. ჩვენს პირობებში ეს არის უნიკალური, ახლა საჭიროა გააქტიურება მეწარმეების მხრიდან, მაშინ როდესაც არის სტაბილური გარემო და მაშინ როდესაც ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს. მაშინ როდესაც სახელმწიფოს ნება არსებობს, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს წინ აღარაფერი არ უნდა დაგვიდგეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საჭიროა გაერთიანება და ერთბლივი ძალებით ეკონომიკის გაძლიერება. "ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ, ამ მდგომარეობას ჰქვია სიღარიბე. 50% ჩვენი მოსახლეობის სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ცხოვრობს სიღარიბეში. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამ პროგრამის მნიშვნელობა და ჩვენ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დავხვეწავთ ამ პროგრამას და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა, კონსულტაციები გავმართოთ ამ პროგრამების განხორციელებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმითვე, ასევე იგეგმება რამდენიმე კომპონენტის დამატება და პროგრამის გაფართოება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)