|
2019-07-26 16:22:19, 2742 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: მზად ვართ, გავემიჯნოთ პროექტებს, რომლებშიც მთავარ როლს ვთამაშობდით, რათა დავიცვათ ეს პროექტები
„ჩვენთვის მთავარია, რომ ამ პროცესში საზოგადოება იყოს ჩართული და ყველამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, რადგან საუბარია ქვეყნის მომავალზე“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ, სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ჯაფარიძემ მისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს მოთხოვნაზეც ისაუბრა და მას არაადეკვატური უწოდა. „ჩვენ ვცდილობთ, რომ თავშეკავებულები ვიყოთ განცხადებებში და ვსაუბრობთ იმ ზარალზე, რომელიც ადგება ქვეყანას ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გამო. ჩვენ არ ვეთანხმებით გირაოსაც, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ, მიგვაჩნია სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურად, რადგან საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან. თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს. ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი სიმართლე და სრული გამჭვირვალობაა და ამ გამჭვირვალობით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს ფაქტებით ან რაიმე გზით ვითარების მანიპულირება. ჩვენთვის მთავარია, რომ მთელ ამ პროცესში საზოგადოება იყოს სრულად ჩართული და ყველამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე, რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვსაუბრობთ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი და მამუკას სახელის დაცვა, ესაა ჩვენი ქვეყნის მომავლის დაცვა, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ და მზად ვართ დავიცვათ ეს მომავალი“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ის და ხაზარაძე მზად არიან გაემიჯნონ ყველა იმ პროექტს, რომელშიც მთავარ როლს ასრულებენ. „რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებშიც ჩვენ ვთამაშობდით მთავარ როლს, მზად ვართ გავემიჯნოთ, იმიტომ რომ დავიცვათ ეს პროექტები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუშინწინ განვაცხადეთ გადადგომის შესახებ, ჯერ კიდევ ვერ ჩერდება ქართული კომპანიების აქციების ვარდნა, იმიტომ რომ იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენენ წარმატების სიმბოლოს ქვეყანაში, ხორციელდება იერიში“, - განაცხადა ბადრო ჯაფარიძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. როგორც ცნობილია, გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)