|
2019-07-26 14:55:19, 3346 ნახვა
კომენტარი
დავით დვალი: „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია
„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია. ამის შესახებ მან პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც დვალმა განმარტა, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას პარტიული ფონი უნდა მოსცილდეს და ტელევიზია ნამდვილად თავისუფალი გახდეს. „შეიძლება ვიღაცას ყური მოჭრას, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, არ მეშინია - რაღაც შელოცვას ჰგავს ის ფრაზა, რომ „სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება“, იმიტომ რომ არ მჯერა ერთი წამითაც რომ არ შეიცვლება. სარედაქციო პოლიტიკა შესაცვლელია, რა თქმა უნდა. შესაცვლელია იმ მხრივ, რომ ტაბუები უნდა აეხსნას რაღაცა თემებს, რომელიც, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ გარკვეულ პოლიტიკური ჯგუფის ზეგავლენის ქვეშაა და ის მფლობელი სადღაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის უკან იკარგება, არსებობს. აი ეს თემები და მათგან წამოსული დღის განრიგიც უნდა მოიხსნას და ტელევიზია უნდა იყოს მართლა თავისუფალი“, - განაცხადა დავით დვალმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)