|
2019-07-26 14:21:34, 2804 ნახვა
კომენტარი
პაატა ბაირახტარი: რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება გონივრულია
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებას დადებითად აფასებს. პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დანაკარგები უნდა შეივსოს და გამოსავალი სწორედ სუბსიდირებაშია, თუმცა ეს არ უნდა განიხილებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. „ლოკალურად რომ ვისაუბროთ საკითხზე, რეალობა არის ის, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირას დგას და ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ ეს არის ის, რომ, რაც შეიძლება მალე მოხდეს იმ დანაკარგების მინიმიზირება, რომელსაც ველოდებით. ასეთ რეალობაში ამ მიმართულებით სუბსიდირება იყო გონივრული“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა. მისივე თქმით, ამჟამად რუსულ ბაზარზე აქცენტირება იმიტომ ხდება, რომ პრობლემა ამ მიმართულებითაა. „მოვისმინე მოსაზრებები, რომ რატომ მაინცდამაინც რუსული ბაზარი და არა სხვა. რუსული ბაზარი იმიტომ, რომ პრობლემა ამ მიმართულებით გვაქვს. ცნობადობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს ბაზარი ჩვენთან უფრო ახლოს არის. თუ სხვა ბაზარზე გვჭირდება საიმიჯო კამპანიების განთავსება, რომ დავაინტერესოთ ტურისტი, შემდგომში შეგვიძლია, ვიფიქროთ სუბსიდირებაზე ამ მიმართულებით. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსულ ბაზარზე აქცენტის გაკეთება რასაკვირველია, მცდარია და ორი აზრი არ არსებობს მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს გადაწყვეტილება იყო სწორი“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)