|
2015-07-07 13:34:38, 533 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნულმა ბანკმა „თბილისი 2015“-ის აღსანიშნავად, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა
დღეიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი ოლიმპიური ვერცხლის მონეტის - „თბილისი 2015“ რეალიზაციას იწყებს. პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში გაიმართა. ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას პირადად წარუდგინა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად, საკოლექციო დანიშნულებით გამოუშვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10 ლარის ნომინალის, 15.50 გრამიანი მონეტა 925 სინჯის ვერცხლისგან არის დამზარებული. მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი მამუკა გონგაძე. მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პროგრამები. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერში, საღებავების გამოყენებით, რაც მამუკა გონგაძის განცხადებით, თავის მხრივ წარმოადგენს, როგორც ტექნოლოგიურ სიახლეს, ისე ახალ სიტყვას საქართველოში საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების ტრადიციების განვითარების საქმეში. მონეტის რევერსზე გამოსახულია ევროპის რუქა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ბანკის მიერ ახლახან შემუშავებული, ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო. „ეს არის ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში პირველი მონეტა, რომელზეც ფერითი გამოსახულებაა დატანებული. მეორე მხარეს გამოსახულია ევროპის რუქა, ვინაიდან ეს ევროპული თამაშებია და საქართველო იდენტიფიცირდება, როგორც ევროპის ნაწილი. დატანებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა“, - აღნიშნა გონგაძემ. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Mennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში სამიათასიანი ტირაჟით გავა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 65 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. „ვფიქრობთ, ეროვნული ბანიკის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი სახელმწიფოსა და ქართული სპორტის უკეთ წარმოჩენას. ამასთან, მონეტები კარგი სასაჩუქრე და სამახსოვრო ნივთი იქნება, როგორც სპორტის მოყვარულებისთვის, ისე ქალაქის ვიზიტორთათვის“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)