|
2019-07-25 15:52:20, 1631 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე: მერიას რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს
თბილისის მერიას რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს და შესაბამისად, ეს ვერც გახდება გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, - ასე უპასუხა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, უშლის თუ არა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის წინ კარვის გაშლა დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ვიცე-მერის განმარტებით, თუ რაიმე შეკეთებითი სამუშაო დაიგეგმება და მაჩალიკაშვილის პროტესტი ხელს შეუშლის, შესაბამისი კომუნიკაცია შედგება. "მერიას რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს და შესაბამისად, ეს ვერც გახდება გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში და ამის შეზღუდვა არ შეუძლია არც თბილისის მერიას და არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას. გამოხატვის თავისულებას აქვს თავის ფორმა და კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მე შემიძლია გითხრათ რა ჰქონდათ ალბათ მხედველობაში. მხედველობაში ექნებოდათ შეკეთებითი სამუშაოები, რომელიც მუდმივად ხორციელდება არამხოლოდ რუსთაველზე, მთელ ქალაქში. შეიძლება იქაც არის და რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამას უზრუნველყოფს, თუ ხელს შეგვიშლის ეს პროცესი, მოხდება შესაბამისი კომუნიკაციის გზით ამ პროცესის დარეგულირება. ამ ეტაპზე, მერიის მხრიდან, რაიმე ხელის შემშლელი გარემოება სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მიმართ არ არსებობს“,-ამბობს ირაკლი ხმალაძე. შეგახსენებთ, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების მოტივით არ მისცა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)