|
2019-07-09 12:55:09, 1360 ნახვა
ეკონომიკა
2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 18%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 489 823 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 18.24%-ით (384 131 მგზავრით), ხოლო 2017 წლის პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით 54.59%-ით (879 187 მგზავრით) არის გაზრდილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნახევარ წელიწადში 1 870 082 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.64%-ით (195 024 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 247 391 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 30.01% ით (57 112 მგზავრით) მეტია 2018 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 364 834 მგზავრი - 130 060 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 477 მგზავრს მოემსახურა, რაც 851 მგზავრით, შესაბამისად 32.41%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 599 მგზავრი მიიღო, რაც 187 მგზავრით მეტია (45.38%) ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა. 2019 წლის განვლილი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 422 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე გასული წლის პირველ და მეორე კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 12 096, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 10 726, ხოლო ჩარტერების 1 370. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 13.32%-ს შეადგენს. უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 11 421.734 ტონა შეადგინა, რაც 216.55 ტონით, შესაბამისად, 1.93%-ით მეტია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, მეორე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.1%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. საქართველოს საჰაერო სივრცეში გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა შემცირებულია 11%-ით, რაც პაკისტანი - ინდოეთის კონფლიქტის შედეგად, პაკისტანის საჰაერო სივრცის დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით არის განპირობებული. 2019 წლის განვლილ პერიოდში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემდეგი ავიაკომპანიები შემოვიდნენ: "AIR FRANCE"; "Air Malta"; „SmartLynx Airlines" (ჩარტერული რეისები) და „Onurair" (ჩარტერული რეისები).
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)