|
2015-07-04 11:51:59, 455 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში გაემგზავრა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, დავით ბაქრაძევიზიტის ფარგლებში სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოში,საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში ატლანტიკურ საბჭოში. შეხვედრებზემხარეები საქართველოსა და აშშ-ს შორის ორხმრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, ასევე,განიხილება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და არსებული გამოწვევები. ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ინტერვიუები საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით კანადაში გაემგზავრება, სადაც ორმხრივ შეხვედრას გამართავს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან რობ ნიკოლსონთან. ქ.ტორონტოში, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ღონისძიება ატლანტიკურ საბჭოში გაიმართება.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)