|
2019-07-01 11:49:00, 1387 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ამერიკული ტუროპერატორების წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული უმსხვილესი ტუროპერატორი MIR Corporation , რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს და ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ახორციელებს ტურისტების შემოყვანას ამერიკიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან, იწყებს ერთობლივ პროექტს National Geographic - თან სამოგზაურო ტურების მომზადების შესახებ. აღნიშნული სერვისის მომხმარებლები ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, ახალი ზელანდია და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან. კომპანია ტურისტებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ პაკეტებს შესთავაზებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს ტურიზმის სექტორი გამოწვევის წინაშეა. „ჩვენ მივესალმებით ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც შეძლებს გაზარდოს საქართველოში ამერიკელი, კანადელი, ახალზელანდიელი და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს და მიგვაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ზრდას ინგლისურენოვან ქვეყნებში როგორც უნიკალური ბუნების, კულტურის, ღვინის და რაც მთავარია, უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებას“, - განაცხადა მინისტრმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდოს ტურისტების რაოდენობა ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლები.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)