|
2019-06-23 17:56:14, 9561 ნახვა
სხვადასხვა
სადილი რობიკოსთვი ს- რუსთაველის თეატრთან სტურუას ბორში მოუმზადეს
"სადილი რობიკოსთვის" - რუსთაველის თეატრთან მსახიობებისა და მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში რობერტ სტურუას “Кухня”-ს მოუწყობენ. მათი თქმით, ბორში უხორცოა, რაც “კულტურული დიეტის სიმბოლოა”. “მობრძანდით და ერთად მოვუმზადოთ მაესტრო რობიკო სტურუას სადილი - კულტურული დიეტა, რომ მის მოსაქმებულს რაც შეიძლება ნაკლები სიმძაფრის სუნი აუვიდეს.” - წერია აქციის აღწერაში. "ბატონო რობიკო, ბოლოს როდის იყავით დიეტაზე? მართალია! არასდროს ყოფილხართ, და ისიც ხომ იცით დიეტაში რასაც ვგულისხმობთ? ხომ გახსოვთ ბრეხტი, ბატონო რობიკო? და მაიაკოვსკი? პრინციპში რას გეკითხებით", - ამბობენ აქციის ინიციატორები. რეჟისორი რობერტ სტურუა თბილისში ბოლო დროს განვითარებილ მოვლენებს ეხმაურება. სტურუა Facebook-ის საკუტარ გვერდზე წერს, რომ საქართველო აღარ არსებობს. "ბოროტმა სულმა გაიმარჯვა...ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არსებობს", - წერს რეჟისორი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)