02:37 - 05 Nov, 2026
|
2019-06-21 22:24:52, 6031 ნახვა
სხვადასხვა
„როსტურიზმი“ რუსულ ტუროპერატორებს ურჩევს, საქართველოში ტურების გაყიდვა შეაჩერონ
რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ტუროპერატორებს ურჩევს, საქართველოში სიტუაციის ნორმალიზებამდე, ტურების გაყიდვა შეაჩერონ. ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც TACC-ი ავრცელებს. „რუსულ ტუროპერატორებს და ტურისტულ სააგენტოებს ვურჩევთ, საქართველოში სიტუაციის ნორმალიზებამდე, ტურების და ტურისტული მომსახურების გაყიდვა შეაჩერონ“, - ნათქვამია „როსტურიზმის“ განცხადებაში. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, "პირადი უსაფრთხოების მოტივით" საქართველოში ვიზიტისაგან თავი შეიკავონ. საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ ანტირუსული ლოზუნგებით წარმართულ პროტესტზე ოფიციალური დელეგაციის წევრები დაშავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)