|
2019-06-15 12:58:22, 1878 ნახვა
სამართალი
პოლიციამ რუსთავსა და მარნეულში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხ.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 7 ივნისს მოქალაქეს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარა. ანალოგიური ბრალდებით დააკავეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ა.გ. მან მარნეულის რაიონის სოფელ დამიაში მცხოვრებ მოქალაქეს პირუტყვი მოჰპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი საქონელი პატრონებს დაუბრუნეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)