|
2019-06-13 11:35:41, 1360 ნახვა
ეკონომიკა
#გააზიარესიკეთე - „საქართველოს ფოსტის“ კამპანია „პირველი ნაბიჯი“-ს ბავშვებისთვის
საქართველოს ფოსტა 2019 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას #გააზიარესიკეთე. კამპანია დაიგეგმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად და გულისხმობს მათ მიერ შექმნილი ნახატების საფოსტო ბარათებზე გადატანას, რომლებიც საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში გაიყიდება. „საფოსტო ბარათები უნიკალურია, რადგან მათზე გადმოტანილია ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარ ბავშვთა მიერ შესრულებული ნახატები, მრავალფეროვანი თემატიკით. ჩვენი პროექტის მიზანია შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება შშმ ბავშვთა შესაძლებლობის მიმართ და საშუალება მივცეთ ნებისმიერ მსურველს თავისი წვლილი შეიტანოს ამ ბავშვებისათვის სტაბილური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოს არსებობაში, ისინი კი ყოველდღიურად დაგიმტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. „პირველი ნაბიჯის“ დირექტორი თამარ ზაალიშვილი - „პირველი ნაბიჯი არის საოცარი მიკრო სამყარო, სადაც დიდები პატარები ხდებიან, ხოლო პატარები დიდები, სადაც გვახსენდება, რომ ერთ დროს ყველანი ბავშვები ვიყავით. არ არის აუცილებელი გმირობების ჩადენა, სულ მცირედია საკმარისი იმისათვის, რომ გავახაროთ ბავშვები და მათი მშობლები. „პირველ ნაბიჯს“ ყველაზე მეტად პეპი გრძელი წინდას სიტყვები უხდება - „ეს ადრე არასოდეს გამიკეთებია, ასე რომ დარწმუნებული ვარ, მე ამას შევძლებ“. ჩვენ დღემდე ამ შემართებით ვართ და 20 წელზე მეტია ვაკეთებთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენელი გვეგონა. საქართველოს ფოსტის ეს არაჩვეულებრივი ინიციატივა საშუალებას მისცემს ჩვენს ბავშვებს გაიცნოს ისინი საზოგადოებამ და ერთად დავეხმაროთ მათ იყვნენ ბედნიერები“. ბავშვების მიერ შექმნილი საფოსტო ბარათები საქართველოს ფოსტის ყველა სერვის ცენტრში გაიყიდება, ბარათებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება პირველი ნაბიჯის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
(R)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)