|
2019-06-08 16:32:53, 3019 ნახვა
მსოფლიო
დაკავებული ჟურნალისტი ივან გალუნოვი შეუძლოდ გახდა თუმცა საავადმყოფოში არ გადაჰყავთ
გამოცემა "მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გალუნოვი, რომელიც ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორიდან საავადმყოფოში არ გადაჰყავთ. ადვოკატების ინფორმაციით, გამომძიებელი ჟურნალისტი ნაცემია, მას მიღებული აქვს თავის ტრავმა და გადამტვრეული აქვს ნეკნები. საგამოძიებო იზოლატორთან მობილიზებულია ორი სასწრაფოს მანქანა, თუმცა პოლიციელები ადვოკატებს და უფლებადამცველებს არ აძლევენ ნებას გალუნოვი საავადმყოფოში გადაიყვანონ. ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტები ქსენია სობჩაკი და ალექსეი ვენედიქტოვი. უკვე მეორე დღეა რუსეთის მასშტაბით აქციები იმართება, "მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გალუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით. საპროტესტო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს მოსკოვში მედუზას გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას "გაურკვეველი სუბსტანციის" შეკვრა უპოვეს, რაც მოგვიანებით მეფედრონი (სინთეტიკური ამფეტამინი) აღმოჩნდა. გოლუნოვი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მანამდე ეს შეკვრა არასდროს უნახავს. ჟურნალისტს ბრალად აკრძალული ნივთიერების ფლობა და მისი გაყიდვის უკანონო მცდელობა ედება. ივანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ადვოკატის ნახვის საშუალება კი დაკავებიდან 14 საათის შემდეგ მისცეს. იურისტმა თქვა, რომ გოლუნოვი წინასწარი დაკავების საკანში ნაცემი იყო. ჟურნალისტის მიმართ დაირღვა კიდევ ერთი უფლება - მას არ მისცეს 1 ზარის განხორციელების საშუალება. ასევე, პოლიციამ უარი თქვა, აეღო თითის ანაბეჭდები მისი ჩანთიდან, რათა გაერკვია, შეხებია თუ არა გალუნოვი ოდესმე იმ სუბსტანციის შეკვრას, რომელიც მას აღმოუჩინეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)