|
2015-07-01 10:52:25, 345 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ბესიკ ლოლაძე ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გამოსვლისას მან თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ბესიკ ლოლაძემ აღნიშნა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე შექმნილ სკოლას უსაფრთხოების სექტორის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ექნება როგორც ეროვნულ, ასევე, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარების, კეთილსინდისიერების ამაღლების, გენდერის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციის განვითარების საკითხებიც მიმოიხილა. ნატოს შტაბ-ბინაში ბესიკ ლოლაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატოში გერმანიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, დოქტორ ულრიხ სანტესთან. მან გერმანულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის მნიშვნელობა და გერმანიის წვლილი. ბესიკ ლოლაძე ნატოს საერთაშორისო სამსახურის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსს დოქტორ ალბერტო ბინსაც შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სამინისტროსთვის კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის მნიშვნელობა იყო. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)