|
2019-06-04 13:32:52, 963 ნახვა
საზოგადოება
სარალიძე: ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია - დაველოდები პროკურატურა კალანდიას ბრალეულობას როგორ დაასაბუთებს
„ფაქტიურად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ TV პირველთან საუბარში აღნიშნა. როგორც სარალიძემ განმარტა, ის დაელოდება პროკურატურის დასაბუთებას, თუ როგორ განმარტავს მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც დღემდე ჩემთან ერთად იბრძოდა სამართლის მისაღწევად და მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ბოლობოლო ჩათვალა საჭიროდ, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. ფაქტიურად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინასასამართლო პროცესი ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“, დაველოდოთ. რა დროსაც ეს ბრძოლა დავიწყე და ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში, იმ დღიდან არასდროს შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისმგებაში. ეს სამართალი საჭირო იყო, მსგავსი პრეცედენტები არ უნდა განმეორდეს, იქნებ ბავშვები გონს მოეგონ და მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის არც ჩადენა და არც მისი დამალვა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)