|
2019-05-30 14:38:37, 747 ნახვა
საზოგადოება
ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების საწყის პროცესს ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი კახა კალაძე. თბილისის მერის განცხადებით, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას. მისივე თქმით, მიწისქვეშა ქსელის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველი ეტაპის სამუშაოები უცხოელი ექსპერტების უშუალო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდება. „დღეს ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები დავიწყეთ, რაც წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას გულისხმობს. ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გადმოკიდებული, ჩავა მიწის ქვემოთ. კომუნიკაცია, განვითარებული ქალაქების მსგავსად, მთლიანად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი იქნება. მოძრაობა შეზღუდულია ვარაზის ხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე. არსებობს ალტერნატიული მარშრუტი, რომლის მიხედვითაც, მძღოლებს გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ კეკელიძის ქუჩის გავლით. პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ რეალურად არავის იცის მიწის ქვეშ არსებული ქსელის მდგომარეობა. ერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ ძალიან დაზიანებულია, რადგან გზა გარკვეულ მონაკვეთებზე ვარდება და მიწა ირეცხება. ეს არ ხდება მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე, იგივე მდგომარეობა გვაქვს მელიქიშვილზეც, სადაც ადრე ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა მთლიანად ჩავარდა. იგივე საშიშროება აქვს ჭავჭავაძის გამზირს. როგორც გვეუბნებიან, მილები, რომლებიც უნდა გამოიცვალოს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების გარეშე მსგავსი მასშტაბის რეაბილიტაცია შეუძლებელია. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციას, რომელიც გზებზე მოძრაობას აწესრიგებს. მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას მთლიანად უზრუნველყოფს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია და პარლამენტისა და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარები.
(NS)
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)