18:06 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 15:17:11, 431 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება.

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება.

სამინისტროს ინფორამციით, დღეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორმა ნიკ გურმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკ გური საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.

თინათინ ხიდაშელთან შეხვედრას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ სტუმარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ნიკ გურს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით ბრიტანელი მრჩევლის მოვლინების თაობაზე მადლობა გადაუხადა. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია.

საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. ბრიტანელმა სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების წვლილი. მხარეებმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვილებებზე -არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics