18:06 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 13:47:05, 606 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ვეტოს, რა თქმა უნდა, დავძლევთ

„ვეტოს, რა თქმა უნდა, დავძლევთ“,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. 
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება. 
„იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლებას შეეცდება. ვეტოს რა თქმა უნდა დავძლევთ“,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 
ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს, პარლამენტმა 78-ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვილებებზე -არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics