10:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 22:40:56, 1014 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც რისკებით მიყენებულ ზარალს ამცირებს

სტიქიით დაზარალებულ შიდა ქართლის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად შეხვდა.

„დაზარალებულთა დიდ უმრავლესობას, სამწუხაროდ, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. 2014 წლიდან ქვეყანაში აგროდაზღვევის პროგრამას ვახორციელებთ და მუდმივად ვაფრთხილებთ ფერმერებს, რომ რისკების შემცირების ერთადერთი გზა დაზღვევაა. სახელმწიფო სოლიდურ თანხას ხარჯავს ამ მიმართულებით, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისთვის. ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა 70%-ია;  ვაზზე 50%.  სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აგრარულ დარგში საქმიანობა რისკიანია. დღესაც იმავეს გავიმეორებ, დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც ამ რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო უშუამდგომლებს ფერმერებს საბანკო სექტორთან და სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის საკითხს დასვამს.

აღინიშნა, რომ მიწების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია მოგვარდეს ტექნიკური ხარვეზები, რაც შეიძლება არსებობდეს და ასევე გადაიჭრას ფრაგმენტაციის პრობლემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics