|
2015-06-30 10:57:53, 665 ნახვა
საზოგადოება
ეთერ კაკულიას დღეს დაკრძალავენ
მომღერალ ეთერ კაკულიას დღეს ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ხოლო შემდეგ მთავრობის, დედაქალაქის მერიის და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მომღერალს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში გადაასვენებენ. ეთერ კაკულიას დღეს 15:00 საათზე, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ეთერ კაკულიას განვლილი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყობა. ცნობისთვის, ეთერ კაკულია კიბოთი იყო დაავადებული და მიუხედავად, მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეთერ კაკულია დაიბადა 1948 წელს იგი იყო, ესტრადის მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983). მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან ტელერადიოკორპორაციის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო. ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)