|
2015-06-30 10:57:19, 465 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დილიდან გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა სახეობის ცხოველებია არიან ისინი. "ზოგი ცხოველი წყალმა წაიო, სამაშველო ბრიგადა მუშაობს იმისათვის, რომ ამოვიყვანოთ წყლიდან, ვანაწილებთ ტექნიკას იმ ადგილებში, საიდანაც გამოსასუფთავებელია ნარჩენი, შლამი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირება საკმაოდ რთული იქნება. შეიძლება ცხოველი სხვა დროს იყო მკვდარი და დღეს გამოირიყა, ზუსტად ვერ ვიტყვით საიდან არის და რა არის",-განაცხადა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ. მტკვრის კალაპოტის დათვალიერების მიზნით, ორთაჭალჰესის წყლის რეზერვი გაუშვეს. აღნიშნულმა მოქმედებებმა მდინარე მტკვრის დონის მცირედით (15-20 სმ-ით) აწევა გამოიწვია ორთაჭალჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით, რაც დაახლოებით 30 ივნისის დილის 07:00 სთ-მდე გაგრძელდა.
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)