15:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 14:52:49, 1250 ნახვა

პოლიტიკა
სანდრა რულოვსი: საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან დაიწყება და ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება

ზუგდისის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

მისი თქმით, აქციები ზუგდიდში დაიწყება, ყველა რეგიონს მოიცავს და თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.

„გუშინდელი ე.წ. არჩევნების მერე, რომელიც არჩევნები კი არა, სპეცოპერაცია იყო, რომელიც თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში გრძელდებოდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, მთელს ქვეყანას გადაედება და თბილისში, შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სასახლესთან დამთავრდება. ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან, უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს, სოფელს და ქალაქს, ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი. საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, რადგან არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება და ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელო ამ ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics