|
2015-06-29 15:50:37, 435 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ლატვიის გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რაიმონდს გრაუბე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიიღო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. უწყების ინფორმაცით, თინათინ ხიდაშელმა გენერალ-ლეიტენანტ რაიომონდს გრაუბეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ გენერალს საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. მხარეებმა სამხედრო სფეროში საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ერთობლივი სამხედრო სწავლებები ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. ლატვიელმა სტუმარმა საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების როლზე გაამახვილა ყურადღება. ლატვიელმა გენერალმა ქართველ კოლეგასთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა. ლატვიის გენერალური შტაბის უფროსი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორალი გვირგვინით შეამკო.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)