09:48 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 16:54:15, 1033 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემა არ დაფიქსირებულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, არცერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მკაცრად მოწმდება.

„მინდა განცხადება გავაკეთო პირადობის მოწმობების საფუძველზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ხდება მათი იდენტიფიცირება ბიულეტინების გაცემამდე. ამასთან, არცერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტინის გაცემასთან დაკავშირებით არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი -დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის
რესპუბლიკელებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ლიდერები გამოავლინეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა
უკრაინულმა დრონებმა შემოდგომის დასაწყისიდან მეორედ შეუტიეს რუსეთის უდიდეს ბალტიის ზღვის პორტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics