13:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 18:29:22, 867 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გიორგი გოგლიჩიძე დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ზესტაფონის განვითარება ჰქვია

„დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი გოგლიჩიძე ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ზესტაფონის განვითარება ჰქვია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„მოგესალმებით ძვირფასო ზესტაფონელებო. ძალიან ბევრი ღირსება აქვს ზესტაფონს, მაგრამ მთავარი ღირსება არის მაინც ძალიან თბილი, გულანთებული, მშრომელი ხალხი, რომელიც ჰყავს ამ ქალაქს, ამ რაიონს და ძალიან მიხარია, რომ დღეს გვაქვს თქვენთან შეხვედრის საშუალება. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ, სულით და გულით.

ზესტაფონს სჭირდება განვითარება. კეთდება ბევრი რამე, მაგრამ რჩება  ძალიან ბევრი პრობლემა, რჩება ქალაქის პრობლემა, სოფლების პრობლემები, ადამიანებს აქვთ პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, სჭირდება ყოველდღიური საქმიანობა და სჭირდება, რა თქმა უნდა, ძლიერი ხელმძღვანელი.

ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენ  წარმოგიდგინეთ ძალიან ღირსეული კაცი, ღირსეული ზესტაფონელი, ბატონი გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ჰქვია ზესტაფონის განვითარება.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, ზესტაფონი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics