|
2019-05-16 15:35:41, 867 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. რომელსაც ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს. მისასალმებელ სიტყვაში ნიკოლოზ ალავიძემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირს პროექტისა და საქართველოში ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდის მხარდაჭერისთვის. „ჩვენ გვჭირდება მეტი ინიციატივა, რომელიც საქართველოში ხელს შეუწყობს ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, წაახალისებს ინოვაციურ კომპანიებსა და მკვლევარებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი ტექნოლოგიური იდეებისა და პროექტების მონეტიზება და შემდგომში მათი რეალიზება კომერციულად მომგებიან პროდუქტებში. ამდენად, აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ეკონომიკის ზრდის პროცესზე", - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ. "მსოფლიო ბანკი კვლავაც განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერას, რადგან ის თავად გარდაიქმნა სტარტაპერი სააგენტოდან განვითარებულ სტრუქტურად, რომელიც ახდენს საქართველოს ინოვაციებისა და მეწარმეობის პოლიტიკისა და პრაქტიკის კოორდინირებას. ევროკავშირის მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით განხორციელებული პროექტი საშუალებას მისცემს GITA-ს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ეფექტურობის გაზრდისკენ, ტექნოლოგიური ცვლილებისკენ და ინოვაციური, ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიების ინვესტირების შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ." - განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა. "ინოვაცია ზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და ქმნის სამუშაო ადგილებს - ეს არის, ასე ვთქვათ, "ხელსაყრელი ბიზნესგარემო". ინოვაციების პოლიტიკა წარმოადგენს ევროკავშირის 2020 წლის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით GITA-ს მხარდაჭერა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის მიერ საქართველოში ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის ვალდებულებასთან," - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის კოორდინატორმა, სტიგ კელდსენმა. ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის შედეგად მოსალოდნელია - უფრო მეტი მცირე და საშუალო საწარმოსა და ინოვაციური კომპანიის გამარტივებული მხარდაჭერა და დაფინანსება, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისადმი უფრო მეტად თანმიმდევრული მიდგომა და საერთო ინოვაციური ეკონომიკური აქტივობის ზრდა. ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ 2.7 მილიონი ევროს ოდენობით გამოყოფილი თანხით და ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ. პროექტის მიზანია: ა) გაზარდოს GITA- ს შესაძლებლობები და განახორციელოს ინოვაციისა და მეწარმეობის პოლიტიკა და პროგრამები საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებითა და შედეგებით; ბ) მოახდინოს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის ტექნოლოგიური ინოვაციების შესაძლებლობის ტესტირება და დემონსტრირება; გ) გააუმჯობესოს ინოვაციური სტარტაპების ინვესტირების და ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიების დაფინანსების შესაძლებლობები.
(NS)
უკრაინულმა დრონებმა შემოდგომის დასაწყისიდან მეორედ შეუტიეს რუსეთის უდიდეს ბალტიის ზღვის პორტს
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)