|
2019-05-16 00:19:44, 15212 ნახვა
კულტურა
საქართველო კანის 72-ე კინოფესტივალზე
ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონით წელს მეთორმეტედ იქნება წარმოდგენილი (#103, Village International Riviera). საქართველოს სტენდს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთობლივად წარმოადგენდნენ. პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე, ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი – თამარ ტატიშვილი და Creative Europe-ს მედია პროგრამის მენეჯერი – ლევან ლომჯარია. წელს კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი”, რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს იყო წარმოდგენილი. “თეთრი ქარავანი” სექციაში Cannes Classics მილოშ ფორმანის, ოლივერ სტოუნის და სხვა ლეგენდარული რეჟისორების ფილმებთან ერთად იქნება ნაჩვენები. „თეთრი ქარავანი“ საქართველოს რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდიდან ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროექტის ფარგლებში დაუბრუნდა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად ახორციელებენ. კანის კინოფესტივალზე გაგზავნამდე ეროვნულმა არქივმა ფილმის კინოფირი 4K გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. ამავდროულად გაკეთდა მისი ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია. “თეთრი ქარავანის” პრემიერას კანში რეჟისორი ელდარ შენგელაია, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან – იმედა კახიანთან ერთად დაესწრება. კანის კინოფესტივალზე შედგება წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის – ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მსოფლიო პრემიერა. ფილმს საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight აჩვენებენ. “და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის – მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში Cinefondation მისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტით “პანოპტიკონი” მონაწილეობს ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი სიხარულიძე. “პანოპტიკონის” წარდგენა Gray d’Albion beach -ზე (CNC Beach) 16 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი სიხარულიძე პროექტზე მუშაობას ტორინო სკრიპტ ლაბ-ზე განაგრძობს. Producers Network ქართველ პროდიუსერს – ლადო ჩიხრაძეს უმასპინძლებს სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტით “ქორწილი ჩემს ქუჩაზე” (რეჟისორი შოთა გამისონია). პროექტზე მუშაობა 15-დან 20 მაისამდე გაგრძელდება, რის ფარგლებშიც უცხოელ კოლეგებთან არაერთი შეხვედრა გაიმართება. Market Screening-ზე სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლები და დისტრიბუტორები ნახავენ უტა ბერიას ფილმს “უარყოფითი რიცხვები”. ფილმზე მუშაობა ახლახანს დასრულდა. მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი საქართველოს სტენდზეც – სანდენსის, ტოკიოს, ლოკარნოს, ვარშავის, კარლოვი ვარის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. პარალელურად, აქტიურად მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ქვეყნის და პროგრამის „გადაიღე საქართველოში” პოპულარიზაცია. 19 მაისს კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, საზეიმოდ 14 მაისს გაიხსნება და 25 მაისამდე გაგრძელდება.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)