|
2019-05-15 19:56:30, 1080 ნახვა
პოლიტიკა
დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოსთან - ოპოზიციის ლიდერები და ჟურნალისტების ნაწილი შენობაში არ შეუშვეს
ზუგდიდის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, ნიკა მელია და თინა ბოკუჩავა, ასევე „ძალა ერთობაშიას“ წევრი, გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის აქტივისტები იმყოფებიან. მათ საკრებულოში შესვლა სურთ, თუმცა ამის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ. როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადების დარეგისტრირებას აპირებდნენ. ისინი სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრისთვის, გია დანელიასთვის საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობას ითხოვენ. "ჩვენ მოვედით აქ, რათა დაგვერეგისტრირებინა მოთხოვნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ. რიგგარეშე სხდომა უნდა იქნას მოწვეული და უნდა განიხილოს საკითხი დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ეს ბატონი გახლავთ ის დანელია, რომელიც ყველამ ვნახეთ როგორ გეგმავს თავის კოლეგებთან ერთად ძალადობას, როგორ უნდა განახორციელოს საარჩევნო ტერორი, მუქარა, შანტაჟი, თუკი ეს ყველაფერი არ გაამართლებს უნდა მოხდეს რიგი პირების გატაცება. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანიო და ბატონი სამხარეო პოლიციის უფროსი აკავებდეს დამნაშავეებს, ეს ადამიანები არიან თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ინტერესებს დაშორებული კილომეტრობით და არიან ივანიშვილ-გახარიას მორჩილებაში, მათ მოქალაქეებთან მისასვლელი პირი არ აქვთ. უფრო მეტი მოქალაქეა განწყობილი,რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობიანი გზით წავიდეს“, - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვაზე, დაშინებასა და ე.წ. მაყურებლების ჩართვაზეა საუბარი. ტელეკომპანიის ცნობით, კადრში „ქართული ოცნების“ წევრი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ფიგურირებს. ვიდეოს გადაღების თარიღი უცნობია, თუმცა „რ2“-ის ინფორმაციით, ის წინასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული. რაც შეეხება თავად გია დანელიას, ის აცხადებს, რომ კადრები ფალსიფიცირებული.
უკრაინულმა დრონებმა შემოდგომის დასაწყისიდან მეორედ შეუტიეს რუსეთის უდიდეს ბალტიის ზღვის პორტს
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)