|
2015-06-28 13:08:03, 519 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში მიიღებს მონაწილეობას
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ვროპის პირველ თამაშებზე, 26 ივნისს საქართველოს სპორტულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპული თამაშების ჩემპიონი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა. მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტურმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში მიმდინარე შეჯიბრებაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელი ივაილო ივანოვი, ესტონეთის ნაკრების წევრი ევგენი სალეევი და ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა სუფთა გამარჯვებებით დაამარცხა, ასევე იპონით სძლია ნახევარფინალში გერმანელ სვენ მარეშს, ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელ ივან ნიფონტოვს შეხვდა და დაძაბულ შეხვედრაში (1-1 ვაზარებით) შიდოს უპირატესობით აჯობა. ევროპულ თამაშებზე 24 წლის ჭრიკიშვილის მიერ მოპოვებული ოქროს მედლის წყალობით საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში 22-ე ადგილზეა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედლით. ჯამში, ქართველი სპორტსმენების მონაგარი 26 ივნისის მონაცემებით 13 მედალია. 26 ივნისს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოსინჯა ძალები უშანგი მარგიანმაც, თუმცა მარგიანმა, ისევე როგორც საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა ესტერ სტამმა და ნინო ოძელაშვილმა (ორივე 70 კგ) ტურნირზე გამოსვლა წინასწარ ეტაპზე დაასრულეს. მეორე ოქროს მედალი ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა. მან საჩემპიონო ბრძოლაში ებრაელი ორ სასონი 2 წუთსა და 40 წამში შებოჭა და ბაქო 2015-ის ოქროს მედალთან ერთად ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ოქროსაც დაეუფლა. ამასთან, პირადი რეიტინგი 400 ქულით გაიუმჯობესა. ევროკონკურენციაში სულ 4 ქართველი ჩაერთო, აქედან ორი ფინალში გავიდა, ორი რეპეშაჟის ფინალში. ოქრუაშვილისა და მატიაშვილის დაპირისპირება მეოთხედფინალში შედგა. ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი მე-5 ადგილებს დასჯერდნენ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თამაშებზე 2-2 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები სულ 5 წონით კატეგორიაში გამოვიდნენ და ხუთივეში საპრიზო სამეულში მოხვდნენ. დღეს კი გუნდური პირველობა გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)