|
2019-05-11 15:56:34, 1336 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას მართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს. გასვლითი სამუშაო შეხვედრის პირველი დღე დისციპლინური წარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხების განხილვას დაეთმობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ სამუშაო ჯგუფი, რეფორმის თითოეულ ასპექტთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერებას და კონსენსუსის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. "დაახლოებით ორი კვირის წინ გვქონდა ძალიან პროდუქტული განხილვა, სადაც ძირითად საკითხებზე უკვე შევჯერდით. დღეს უკვე გვაქვს საბოლოო განხილვა, სადაც გვინდა, რომ საბოლოოდ შევაჯეროთ პოზიციები რეფორმის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით. არის ძირითადი მიმართულებები დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენი სურვილია, რომ სრული კონსენსუსით დავასრულოთ ეს განხილვა და იმედი გვაქვს, რომ ასეც დასრულდება ჩვენი მსჯელობა ამ ფორმატში",- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთლიანად იცვლება ორგანული კანონის შესაბამისი ნაწილი დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და დისციპლინური წარმოების საფუძვლები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფუნდამენტურია პროცესთან დაკავშირებული ცვლილებებიც. „ახალი პროექტი არის ფუნდამენტურად მომზადებული, რეალურად, დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით და აქ არის საუკეთესოდ დაბალანსებული ის ინტერესები, რასაც ქვია სასამართლოს ეფექტიანი საქმიანობა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა. ამ პრინციპებს ეფუძნებოდა მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლას, აქ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სკოლაში სწავლების პრაქტიკა და შესაბამისი ცვლილებები აისახება კანონში. მათ შორის გაიზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიები, არის მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება ამ კუთხით და რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქ იქნება მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიღებული იმისათვის, რომ საბჭოს მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდეს. ეს ეხება, მათ შორის, საბჭოს გადაწყვეტილებების ღიაობას, დასაბუთებას. არის არაერთი ცვლილება, რომელიც აისახება ამ ნაწილშიც",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)