|
2019-05-10 14:07:24, 1361 ნახვა
პოლიტიკა
გვიდიანი - მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ახალმა მინისტრმა შეცვალა დამოკიდებულება და ექსპერტებთან აქტიურ კომუნიკაციას აპირებს
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ შეცვალა დამოკიდებულება და აქტიურ კომუნიკაციას აპირებს როგორც ექსპერტულ წრეებთან, ისე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ახალი ინიციატივის, ექსპერტებთან და მეცნიერ-ეკონომისტებთან ელექტრონული პლატფორმის შექმნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ბუნებრივია ეს ინიციატივა მისაღებია, დადებითია და თუ ეს ინტერაქციულ რეჟიმში იქნება, მისასალმებელია. „მგონია, რომ ეს კონკრეტულ შედეგებს დადებს იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად სამოქალაქო სექტორის, სამოქალაქო აქტივისტებს, პროფესიული წრეების არსებობის იდეა სწორედ ის არის, რომ საზოგადოებრივი ინტერესები მიიტანონ და გარკვეულწილად გამტარები იყვნენ საზოგადოებსა და ხელისუფლებას შორის. შესაბამისად, ეს პროცესი იქნება შედეგიანი, რადგან ჩვენ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კარგად ვიცით, რა ტიპის პრობლემები დგას საზოგადოებაში, რა ტიპის რეფორმები არის განსახორციელებელი და ბუნებრივია აქტიური კომუნიკაციის ფონზე ჩვენი თანამშრომლობა იქნება ეფექტიანი და შედეგიანი“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებს შეხვდა. მინისტრმა ეკონომიკის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს საკუთარ ხედვები, გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. როგორც ნათია თურნავამ შეხვედრაზე განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შექმნის სიცოცხლისუნარიან და შედეგზე ორიენტირებულ ელექტრონულ პლატფორმას მეცნიერ-ეკონომისტებთან და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)