08:58 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-07 15:24:33, 1446 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ იცის, რომ შეუძლია პოლონეთის იმედი ჰქონდეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელ რთულ მსოფლიო გარემოში, საქართველომ იცის, რომ შეუძლია პოლონეთის იმედი ჰქონდეს. 

ზურაბიშვილმა პოლონელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ვიზიტი გაიხსენა. 

"დღევანდელ რთულ მსოფლიოში, რომელშიც ვიმყოფებით და ძალიან რთულ გარემოშვი, რომელშიც იმყოფება საქართველო, საქართველომ იცის, რომ შეიძლება ჰქონდეს იმედი, ნდობა, თავისი ერთგული მეგობრის - პოლონეთის. პოლონეთი ჩვენს გვერდით იდგა როგორც ომში, ისე მშვიდობაში. ჩვენ არ დაგვავიწყდება ომის დროს საქართველოში თქვენი პრეზიდენტის ჩამოსვლა. მაგრამ არა მხოლოდ ომის დროს, არამედ ყველა ფორმატში და ყველა ფორუმში მისი და შემდეგ უკვე თქვენი განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები იყო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics