|
2019-05-07 12:30:09, 3000 ნახვა
სხვადასხვა
Facebook-ში HaHa რეაქციის გამოყენების სიხშირით საქართველო 44-ე ადგილზეა
მარკეტინგულმა პლატფორმა Socialbakers-მა სოციალურ ქსელ Facebook-ში იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც HaHa რეაქციას ყველაზე ხშირად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა და ის 44-ე ადგილს იკავებს. სულ სიაში 50 ქვეყანაა შეყვანილი. სიის მიხედვით, პირველ ადგილზე პერუა, მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე მექსიკა. ათეულში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები როგორებიცაა: გერმანია, ჩილე, ავსტრალია, ბოლივია, კოლუმბია, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი. უნდა ითქვას, რომ სიაში საქართველოს არც ერთი მეზობელი ქვეყანა არ მოხვდა. რას HaHa-ვენ სოცქსელების მომხმარებლები ყველაზე ხშირად უცნობია, თუმცა საქართველოს შემთხვევაში შეიძლება გავიხსენოთ სოციალური აქტივიზმი, როდესაც მოქალაქეებმა სხვადასხვა საკითხი სწორედ Facebook-ის ამ ფუნქციით გააპროტესტეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)