|
2019-05-06 15:24:10, 1283 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - მძიმე საყურებელია, როცა ახალგაზრდები ივანიშვილისგან ხის შესყიდვას ითხოვდნენ, რათა სტუდენტები დააფინანსონ
„მძიმე საყურებელია, როცა ახალგაზრდები ივანიშვილისგან ხის შესყიდვას ითხოვდნენ, რათა სტუდენტები დააფინანსონ“, - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ ყოველგვარი „პოლიტიკური კუთვნილების გარეშე: „ქუჩის აქციები არც საქართველოსათვის არაა უცხო და არც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის. ეს ცალკე თემაა. გარკვეული მიზეზეზების გამო, ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო გასულ შაბათს ჩატარებული ეგრეთწოდებული „აქცია პერფორმანსი“, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისაგან ითხოვდა ხის შესყიდვას, რათა სტატუსშეჩერებული სტუდენტები დააფინანსონ. აქციის მცირე მასშტაბს ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა. არც იმას, რომ სოციალური ფონი ჩვენი თანამედროვე პოლიტიკური აქტივობების სამწუხარო მახასიათებელია. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქციას „განათლების დიდი მოამაგე“ სააკაშვილი ატარებს და ამჯერად გიორგი სიგუას „კრეატიული ნიჭის“ წყალობით ცდილობს თავის შეხსენებას. „იყიდოს, წაიღოს. ჩაეხუტოს, რაც უნდა ის უქნას...“, ვფიქრობ სამართლიანობის მაძიებელმა ახალგაზრდამ ასე არ უნდა ილაპარაკოს, მათ გასაგონად ვამბობ თორებ სიგუას აღარაფერი ეშველება. არც ის ადამიანები დარჩენილან გაწბილებულები, ვისგანაც აქამდე ხეები იქნა შესყიდყლი და არც ქვეყანა სადაც ბიძინა ივანიშვილმა არაერთი უნიკალური ბაღი გააშენა, გრძელი სიაა. ბევრჯერ ითქვა, კიდევ ვიტყვი ახალგაზრდების გასაგონად: არაერთი ასეთი სია შეიძლება გაკეთდეს ქველმოქმდების, ისტორიული ძეგლების, კულტურის ცენტრების აღდგენის, შენების, დასაქმების მიმართულებებით. მარტო სკოლების აღდგენა რესტავრაცია და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული ”ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე. მისი დაფინანსებით სწავლობს ათეულობით სტუდენტი აშშ - ში, ევროპაში. კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ბოტანიკის ინსტიტუტი, არაერთი მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი - ეს უკვე შემდგარი პროექტებია. თბილისის და ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტებიც სულ მალე მოემსახურებიან ჩვენი ახალგაზრდების (და არამარტო) განათლებას და ქვეყანის განვითარების საქმეს. ერთი მომწეროს ვინმემ - რა დააშავა?! დარწმუნებული ვარ განათლების სამინისტროსაც ბევრი აქვს სათქმელი ზოგადად, სტუდენტების და მათ შორის შეჭირვებული ოჯახებიდან გამოსულთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების, ტექნიკური განათლების სისტემის გაფართოების, ცოდნის ხარისხის ამაღლების პროექტებზე... პრობლემებზეც“, - წერს გიორგი ვოლსკი.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)