05:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 13:57:22, 1401 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს

 „მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფალნგველ მთავრობას, როგორიც არის „ქართული ოცნების“  მთავრობა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

 „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს.

 როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი არ ენდობიან აღნიშნულ სისტემას და ამიტომ, შესაბამისი გადაწყვეტილებაც სწორედ მიიღეს

„მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფალნგველ მთავრობას როგორიც არის „ქართული ოცნების“  მთავრობა იდეალური მთავრობაც რომ იყოს თვითონ ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ „ევროპული საქართველოს“ მოდელი იქნას გაზიარებული, რაც გულისხმობს რომ საპენიო დანაზოგებზე გადმოვიდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ნებაყოფლობით ჩაერთვება მასში. მე „ქართული ოცნების“ ხაფანგიდან დღეს გამოვედი, მაგრამ 40 წელს ქვემოთ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ", -  განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics