|
2019-04-24 19:27:05, 1381 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ქვეყანა, რომელიც ვითარდება მეტ ენერგეტიკას და ენერგოგენერაციას საჭიროებს
„ქვეყანა, რომელიც ვითარდება მეტ ენერგეტიკას და ენერგოგენერაციას საჭიროებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. არჩილ თალაკვაძემ ფარისევლობა უწოდა რიგი ოპოზიციური პარტიების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ერთის მხრივ, ჰესი არ უნდა აშენდეს, მეორეს მხრივ კი გაცხადებულ პოზიციას, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დივერსიფიცირებული წყაროები და რუსეთზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული. ,,თუ ჩვენ ვეთანხმებით შენებას და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, ის განცხადებები, რაც ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან გაკეთდა, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენდეს და აქ თითქოს რაღაც ჩარევა ხდება ადგილობრივ ეკოსისტემაში და თოთქოს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ეს იგივე ხალხია, რომელიც დეკლარირებულად, ფარისევლურად ლაპარაკობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ენერგოდივერსიფიცირებული წყაროები, რუსეთზე ნაკლებ დამოკიდებულებაზე ქადაგებენ, მაგრამ რეალურად როცა საქმე საქმეზე მიდგა, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მისი თქმით პანკისის მცირე ჰესი, რომელიც პრაქტიკულად მწვანე ჰესია, სჭირდება ენერგეტიკას, მათ შორის პანკისს. ,,ეს არის პროექტი, რომელიც დამუშავებულია მაღალი სტანდარტებით. ამ პროექტით ადგილზე მინიმუმ ასი ადამიანი დასაქმდება, ეს ერთი ბენეფიტია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ომალო-დუმასტურის წყლის სისტემა, რომელიც თავიდან უნდა აეშენებინა და გაეკეთებინა ინვესტორს, ეს იყო ერთ-ერთი ბენეფიტი, რაც შეთავაზებული გვქონდა და ექნება მომავალშიც ადგილობრივ საზოგადოებას. ასევე, სპეცფონდის შექმნა, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება, შეიქმნება სპეცფონდი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაუხდის მთელი წლის ელექტროენერგიის ღირებულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეოთხე - რაც ასევე მნიშვნელოვანია, პანკისის ხეობის ფონდი, რომელიც ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება და მე მჯერა, რომ ადგილობრივების მხარდაჭერით განხორციელდება. ფონდში ყოველწლიურად 120 ათასი ლარის მობილიზება მოხდება ამ კონკრეტული ჰესის პროექტის და მისი მფლობელის კომპანიის მიერ. ხვალაც ,ზეგაც ეს კომპანია ,მათ შორის ჩვენც ვიქნებით ამაში ჩართული. ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)