04:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 17:55:36, 1349 ნახვა

პოლიტიკა
„ოკუპირებული რეგიონები, სამხედრო პოლიგონად იქცა“ - ციხელაშვილი აფხაზეთში სამხედრო სწავლებას ეხმაურება

წლების განმავლობაში ჩვენი ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივად, სამხედრო პოლიგონად იქცა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევა ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო სწავლებას გამოეხმაურა.

„ეს არის ძალის დემონსტრირების პოლიტიკა. საუბედუროდ, არც სიახლეა. შარშან წლის განმავლობაში 120-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო წვრთნა და მანევრი ჩატარდა. ამჯერად, 3 ათასი სამხედროს მონაწილეობით, ძალიან მასშტაბური წვრთნები ტარდება. ეს მიანიშნებს ორ რამეზე. ერთი, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები ფაქტობრივად, სამხედრო პოლიგონად იქცა უკვე წლების განმავლობაში და მეორე, ის, რომ ეს არის რუსეთის პოლიტიკა, თავად როგორც ამბობენ, რეაქცია საქართველოს ნებისმიერ წინსვლაზე, ნაბიჯზე, რომელიც უკავშირდება მისი უსაფრთხოების განმტკიცებას, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ნატოსთან დაახლოებას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics